თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება აშშ-სა და კანადაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მისი თქმით, თუ თურქეთი აშშ-სა და კანადისგან F-16-ებს დროულად მიიღებს, მაშინ თურქეთის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების საკითხი გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განიხილა და ჯო ბაიდენი დაჰპირდა, რომ თურქეთისთვის F-16-ის მიყიდვის შესახებ კონგრესთან იმუშავებს. ცნობისთვის, თურქეთსა და უნგრეთს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.