ისლადნიაში, რეი კიანესის ნახევარ კუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა, - ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ამოფრქვევა ჰაგაფელთან ახლოს, ქალაქ გრინდა ვიკის ჩრდილოეთით დაახლოებით სამ კილომეტრში მოხდა და ვულკანის ამოფრქვევას მიწისძვრა უძღოდა წინ. ადგილობრივი მედიის ცნობით, გრინდა ვიკიდან დაახლოებით 4 000 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. ისლანდიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნაპრალის სიგრძე თითქმის ოთხი კილომეტრია. ამოფრქვევის ზუსტი ადგილმდებარეობისა და ზომის დასადასტურებლად ხელისფლებამ სანაპირო დაცვის ვერტმფრენი გაგზავნა. ტერიტორია დაკეტილია და მოსახლეობა მკაცრად არის გაფრთხილებული, ამოფრქვევის ადგილს არ მიუახლოვდეს.