ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 120-მდე გაიზარდა - დაშავებულია 700-ზე მეტი პირი - Palitra News

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 120-მდე გაიზარდა - დაშავებულია 700-ზე მეტი პირი

2023-12-19 19:48:22+04:00

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 120-მდე გაიზარდა. დაშავებულია 700-ზე მეტი პირი. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, განსუს პროვინციაში მომხდარი მიწისძვრა 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ჩინეთის ხელისუფლებაში კი განაცხადეს, რომ სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდას მიაღწია. პროვინციის დედაქალაქი ლანჯოუ ეპიცენტრიდან დაახლოებით 60-ი მილის დაშორებით მდებარეობს. ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინგ-ვენმა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ჩინეთს დახმარება შესთავაზა.