ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა დაიწყო. ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში სამი სიხშირით სრულდება. პეგასუსმა პირველი რეისი სტამბოლიდან გვიან ღამით შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა. რეისის პირველ მგზავრებს დავით აღმაშემებლის სახელობის აეროპორტში ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.