რუსთავში კონკურსის - „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო. კონკურსის „2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა‘‘ გამარჯვებული გახდა კოლეჯი ,,ბლექსის“ მიერ წარდგენილი პროექტი ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.