საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინასთან საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეხვდნენ. რა ძირითად საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა, სალომე ჯაფარიძე გვეტყვის.