ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გარდაცვლილის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. გარდაცვლილი გმირის დედა აცხადებს რომ მას შვილის მკვლელის დასჯის იმედია გაუჩნდა. სტრასბურგის სასამარტლოს გადაწყვეტილების დეტალებს ხატია სამხარაძე გაგვაცნობს.