ისლადნიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა, - ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ამოფრქვევა ჰაგაფელთან ახლოს, ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით დაახლოებით 3 კილომეტრში მოხდა და ვულკანის ამოფრქვევას მიწისძვრა უძღოდა წინ. ადგილობრივი მედიის ცნობით, გრინდავიკიდან დაახლოებით 4 000 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. ისლანდიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნაპრალის სიგრძე თითქმის 4 კილომეტრია. ამოფრქვევის ზუსტი ადგილმდებარეობისა და ზომის დასადასტურებლად ხელისფლებამ სანაპირო დაცვის ვერტმფრენი გაგზავნა. ტერიტორია დაკეტილია და მოსახლეობა მკაცრად არის გაფრთხილებული, ამოფრქვევის ადგილს არ მიუახლოვდეს.