სერბეთში საპარლამენტო არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა, - ამის შესახებ ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, ტექნიკურად კარგად იყო ორგანიზებული არჩევნები და ამომრჩევლებს პოლიტიკურ ალტერნატივებს სთავაზობდა, პრეზიდენტის გადამწყვეტი მონაწილეობით ხასიათდებოდა, რაც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად არასამართლიან პირობებს ქმნიდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების დროს სამთავრობო რესურსების ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი. გასულ კვირას, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ გაიმარჯვა.