ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ღაზას სექტორის ოფიციალური პირების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზას სამხრეთ ნაწილის დაბომბვას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. BBC წერს, რომ ამ დროისათვის ღაზას სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში, რომელიც ეგვიპტის საზღვართან ახლოს მდებარეობს, თავს ათასობით ადამიანი აფარებს. გამოცემის ცნობით, ლტოლვილებს საკვები და მედიკამენტები შეზღუდულად მიეწოდებათ. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები 7 ოქტომბერს დაიწყო. კონფლიქტს სულ მცირე 1 200 ისრაელელი და 19 400-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.