ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე პარტიების ლიდერებთან ერთად იმერეთში ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ - Palitra News

ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე პარტიების ლიდერებთან ერთად იმერეთში ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

2023-12-19 16:00:38+04:00

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან გიორგი ვაშაძესთან და პარტიების ლიდერებთან ერთად იმერეთში, ზესტაფონსა და თერჯოლაში ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით,წლის შემაჯამებელი შეხვედრა ყველა რეგიონში გაიმართება, საუბრის მთავარი თემა კი 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება იქნება.