სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე, ამნისტიის კანონი ამოქმედდა. კანონის თანახმად, ამნისტია ვრცელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საკუთრების უფლება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი კერძო პირთა საკუთრებაში იყო და მოხდა მისი სხვა პირის მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლება, ასეთ ფაქტებზე, კანონი არ გავრცელდება.