ჯანდაცვის სამინისტრო იმ მედიკამენტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, ხოლო აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. „ჰაიზინი“, „ოფლაბ-ოზი“, „იორილი-10“ - ეს იმ მედიკამენტების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელებს ჭარბი ფასნამატი აქვთ დადგენილი და ზოგჯერ საიმპორტო ფასთან შედარებით 32-ჯერ ძვირადაც კი იყიდება. უწყების განცხადებაში ნათქვანია, რომ მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, კი ჯანდაცვის სამინისტროს უჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა, რადგან მიაჩნიათ, რომ არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. უწყებას მიაჩნია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი - იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია და მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს. გარდა ამისა, აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფ ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება