საქართველოში ავტომობილის გასაყიდი ფასი ეცემა. როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციაციაში აცხადებენ, ზოგიერთი ავტომოვაჭრე მანქანას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასადაც კი ყიდის. მანქანების გასაყიდი ფასის ვარდნას ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დარღვევას უკევშირებენ, ანუ ბაზარზე ბევრად მეტი ავტომობილია გასაყიდი, ვიდრე შეძენის მსურველი. მყიდველის მოლოდინში კი, ავტოდილერებს საგადასახადო ვალდებულებები უგროვდებათ, შესაბამისად, იძულებული ხდებიან, მოძრავი ქონება იაფად მაინც გაყიდონ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მე-11 პაკეტის ფარგლებში 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი და ექსპორტიც აიკრძალა. უფრო ადრე, ამავე წლის 1-ლი აგვისტოდან კი ამ ქვეყნებში საქართველოდან ამერიკული ავტომობილების გაყვანა შეწყდა. ავტოდილერები მანქანებზე შემცირებულ მოთხოვნას ნაწილობრივ სწორედ ბაზრების ჩაკეტვით ხსნიან. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2023 წლის აგვისტო-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 35-ჯერ - 43 მლნ დოლარიდან, 1.2 მლნ დოლარამდე შემცირდა. საავტომობილო ბაზარი კიდევ ერთი რეგულაციის ამოქმედების მოლოდინშია. 1 იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე წარმოებული მქუბუქი ავტომობილების იმპორტი იკრძალება. არადა საქართველოს მთლიანი ავტოპარკის 80%-ზე მეტი სწორედ 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე მოდის. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ შეზღუდვამ საავტომობილო ბაზარს გარკვეული ბიძგი მისცეს და გაყიდვები წაახალისოს. როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციაციაში აცხადებენ, ზოგიერთი ავტომოვაჭრე მანქანას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასადაც კი ყიდის. მანქანების გასაყიდი ფასის ვარდნას ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დარღვევას უკევშირებენ, ანუ ბაზარზე ბევრად მეტი ავტომობილია გასაყიდი, ვიდრე შეძენის მსურველი. მყიდველის მოლოდინში კი, ავტოდილერებს საგადასახადო ვალდებულებები უგროვდებათ, შესაბამისად, იძულებული ხდებიან, მოძრავი ქონება იაფად მაინც გაყიდონ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მე-11 პაკეტის ფარგლებში 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი და ექსპორტიც აიკრძალა. უფრო ადრე, ამავე წლის 1-ლი აგვისტოდან კი ამ ქვეყნებში საქართველოდან ამერიკული ავტომობილების გაყვანა შეწყდა. ავტოდილერები მანქანებზე შემცირებულ მოთხოვნას ნაწილობრივ სწორედ ბაზრების ჩაკეტვით ხსნიან. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2023 წლის აგვისტო-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 35-ჯერ - 43 მლნ დოლარიდან, 1.2 მლნ დოლარამდე შემცირდა. საავტომობილო ბაზარი კიდევ ერთი რეგულაციის ამოქმედების მოლოდინშია. 1 იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე წარმოებული მქუბუქი ავტომობილების იმპორტი იკრძალება. არადა საქართველოს მთლიანი ავტოპარკის 80%-ზე მეტი სწორედ 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე მოდის. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ შეზღუდვამ საავტომობილო ბაზარს გარკვეული ბიძგი მისცეს და გაყიდვები წაახალისოს