ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 116-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, 250-ზე მეტი პირი არის დაშავებული. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, განსუს პროვინციაში მომხდარი მიწისძვრა 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ხოლო ჩინეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ სიმძლავრემ 6-ი მთელი 2-ი მაგნიტუდა შეადგინა. პროვინციის დედაქალაქი, ლანჯოუ ეპიცენტრიდან დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. თაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინგ-ვენმა ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და ჩინეთს დახმარება შესთავაზა.