საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს, ნენსი ფეზერს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. გარდა ამისა, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმის იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.