ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი დოკუმენტებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ექვსი პირი პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულები, ორსულ ქალებთან დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ და ისინი საწარმოებში ფიქტიურად გააფორმეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფიქტიურად დასაქმებული 111-მა პირმა ორსულებისთვის გამოყოფილი 111 000 ლარი მიიღეს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.