გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია ჩაატარა - Palitra News

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია ჩაატარა

2023-12-19 12:34:57+04:00

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია ჩაატარა. აღნიშნულ შეხვედრაზე ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო და პოლიტიკის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. ღონისძიებას როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.