ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა - Palitra News

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა

2023-12-19 11:16:05+04:00

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.

„დიახ, მან ისინი წარადგინა“, - განუცხადა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო მედიას.

გასულ შაბათს პუტინის მომხრეებმა იგი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.