ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
„დიახ, მან ისინი წარადგინა“, - განუცხადა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო მედიას.
გასულ შაბათს პუტინის მომხრეებმა იგი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.
შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.