დუბაის საამიროს ხელისუფლება ახალ მრავალმილიარდიან საინვესტიციო ფონდს აფუძნებს, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ფულს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებსა და პროექტებში დააფუძნებს. Dubai Investment Fund - ასე ჰქვია არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე უხვმოსახლიანი საამიროს ახალ ფინანსურ წამოწყებას, რომელსაც, ინვესტირებასთან ერთად, კომპანიებისა და შვილობილი საინვესტიციო ფონდების დაფუძნების და კომპანიების შესყიდვისა და შერწყმის მანდატი ექნება. საინვესტიციოდ, ახალი ფონდი, ძირითადად, საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების აქციებს, ობლიგაციებსა და სახელმწიფო ბონდებს აირჩევს.