2023 წლის სამ კვარტალში საშუალო დასაქმება სასტუმრო სექტორში შეადგენდა 14 315 ადამიანს, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის ავტორების ცნობით, სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის დაუბრუნდა ძველ ნიშნულს და 2019 წლის სამ კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებლის 96.8%-ს შეადგენს. 2023 წლის სამ კვარტალში სასტუმრო სექტორში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 1 619 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის სამ კვარტალთან შედარებით 11.4%-ით გაზრდილი რიცხვია.აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მე-3 კვარტალში სასტუმრო სექტორში სახელფასო ფონდმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 26.6 მლნ ლარი შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, საშუალო ხელფასები სასტუმრო სექტორში მუდმივად აღემატებოდა საშუალო ხელფასებს HORECA სექტორში.