სერბეთის პროდასავლური ოპოზიციური მოძრაობის ათასობით მხარდამჭერმა ბელგრადში საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, დედაქალაქში არჩევნები გაყალბებით ჩატარდა და საჭიროა ხელახალი არჩევნების ჩატარება დემოკრატიული მოთხოვნების შესაბამისად. მომიტინგეები ბელგრადის საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც სერბეთის საარჩევნო კომისიის შენობისკენ გადაინაცვლეს. დედაქალაქის საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მმართველმა კოალიციამ არჩევნებში ხმათა 39% მიიღო, ხოლო პროდასავლურმა ბლოკმა კი 34%. ოპოზიციური მოძრაობის მტკიცებით, არჩევნების დროს სხვა ქალაქებიდან დედაქალაქში 40 000-მდე ამომრჩეველი გადაიყვანეს.