უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 19 დეკემბერს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას ჩაატარებს. ზელენსკის ოფისმა გამოაცხადა, რომ შეხვედრის ზუსტ დროსა და ადგილს ჟურნალისტებს პრესკონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაუმხელენ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე - რადგან რუსეთი ქვეყნის მასშტაბით რაკეტებით და დრონებით შეტევებს აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ზელენსკის ბოლო პრესკონფერენცია მიმდინარე წლის 24 თებერვალს, რუსეთის სამხედრო აგრესიის წლისთავზე გამართა.