„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს. თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე გოგავას კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა. პარტიაში ამბობენ, რომ გოგავა ხელს შეუწყობს ორგანიზაციის გაძლიერებას, რაც პარტიას 2024 წლის საარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვაში დაეხმარება. თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. ზაზა გოგავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის პარალელურად, თბილისის საზოგადოებრივი დარბაზი იქმნება.