ოპოზიციაში ფიქრობენ რომ ,,ქართული ოცნება" სამუშაო ჯგუფების მეშვეობით საკუთარ თავს არ გამოიძიებს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს რჩება განცდა რომ ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ვერცერთი რეკომენდაცია ვერ შესრულდება და ქვეყანა სტატუსიდან წევრობისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვერ გადადგამს. გარდა ამისა ოპოზიციაში 9 დათქმის შესასრულებლად მმართველ პარტიასთან ერთად მუშაობასაც არ გამორიცხავენ და ამბობენ რომ ეს მთავრობის სამუშაო გეგმაზე იქნება დამოკიდებული.