პრემიერ-მინისტრის განცხადებით 2008 წლელს ხელისუფლებაში რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო ქვეყანა ომს თავიდან აირიდებდა. ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნულ განცხადებას ოპოზიცია ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებად აფასებს. ამბობენ რომ ,,ქართული ოცნება" აგვისტოს ომით სპეკულირებს, რითიც საზოგადოებაში შიშის დანერგვას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები პირდაპურ ამბობენ რომ ხელისუფლება მსგავსი განცხადებების გაკეთებით რუსულ საქმეს აკეთებს.