საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იმყოფება. ის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეხვდა. ინფორმაცია შეხვეხრის შესახებ ენმ-ის წევრმა, გიორგი ბარამიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს. ხავიერ კოლომინა დღეს პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.