არგენტინაში კვლავ მძიმე ვითარებაა. ქვეყანაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც. არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ოფისმა დაღუპულთა ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა. პრეზიდენტის ოფისმა, უსაფრთხოების მიზნით, ადგილობრივებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.