არგენტინაში კვლავ მძიმე ვითარებაა - ძლიერი ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

არგენტინაში კვლავ მძიმე ვითარებაა - ძლიერი ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა

2023-12-18 19:29:28+04:00

არგენტინაში კვლავ მძიმე ვითარებაა. ქვეყანაში ძლიერი ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც. არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ოფისმა დაღუპულთა ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა. პრეზიდენტის ოფისმა, უსაფრთხოების მიზნით, ადგილობრივებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.