სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ თავისი ყველაზე მოწინავე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა გაუშვა. კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ფხენიანის ტერიტორიიდან გაუშვეს და ის იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს დასავლეთით დაეშვა. სამხრეთ კორეისა და იაპონიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რაკეტამ 73 წუთის განმავლობაში იფრინა და დაახლოებით 1000 კმ მანძილი დაფარა. რაკეტის გაშვება მკაცრად დაგმო დასავლეთმა. სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ ეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს, კორეის ნახევარკუნძულს კი ნაკლებად უსაფრთხოს ხდის. ჩრდილოეთ კორეის ქმედებას გაშვებას წინ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირების შეხვედრა უძღოდა, რომელზეც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრა ფხენიანმა გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ საპასუხო ზომებს მიიღებდა.