პარტია ლელოს საქართველოსთვის თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ვიზიტი ევროპაში გრძელდება. ბრისუელისა და ამსტერდამის შემდეგ ლელოს ლიდერი ამჯერად სტრასბურგში მყოფ ქართველებს შეხვდა და ემიგრანტების მხრიდან ქვეყნის მშენებლობაში ჩართულობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.