უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ოფისში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს. მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს არა ზალუჟნის კაბინეტში, არამედ ერთ-ერთ ოთახში, სადაც შესაძლებელი იყო, რომ თავად მასაც კი ემუშავა. მათივე ცნობით, ნაპოვნი მოწყობილობა უმოქმედო იყო და ის ექსპერტებს უკვე გადაეცათ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.