საკანონმდებლო ორგანოში ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დავითაშვილს ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია. დავითაშვილის განმარტებით, იმის მიუხედავად რომ ფორუმში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იღებდა მონაწილეობას, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოწვევის იგნორირება აბსოლუტურად უპასუხისმგებლობა იქნებოდა. პარლამემტში ვიცე -პრემიერი პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროოპტიმისტებმა დაიბარა. კიდევ რა საკითხებზე გაამახვილა ლევან დავითშვილმა ყურადღება და რა შეფასებები კეთდება დეპუტატების მხრიდან.