საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა. ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლა დასავლელი ლიდერებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. მთავრობის მეთაურის თქმით, თუ რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია კონკრეტულ შედეგს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს სწორედ „ქართული ოცნებაა“. პრემიერმა რეგიონულ უსაფრთხოებაზე, უკრაინის ომსა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა.