პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი “სერბეთის პროგრესული პარტიის” კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში 49.84 პროცენტით ლიდერობს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სერბეთის საარჩევნო კომისიამ ხმების 50 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ განაცხადა.
წინასწარი შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა მმართველი პარტიის კოალიციის მთავარი კონკურენტი, პროდასავლური ოპოზიციური ბლოკი „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“, როელმაც არჩევნებში ხმების 20 პროცენტზე მეტი მოიპოვა.
შეგახსენებთ, გუშინ სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პარალელურად, მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა 65 ქალაქსა და რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ბელგრადში.