უკრაინაზე ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები გრძელდება. გასულ 24 საათში, რუსებმა უკრაინაზე 2 სარაკეტო და 29 საჰაერო იერიში წამოიწყეს, ზალპური სისტემებიდან კი 47-ჯერ გაისროლეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, საერთო ჯამში, ფრონტის ხაზზე 64 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უწყების ცნობითვე, ასევე დიდია მტრის დანაკარგებიც. გასულ ღამეს, უკრაინამ ოკუპანტების მიერ გაშვებული Shahed-ის ხუთივე დრონი გაანადგურა. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა საკუთარი სულ 25 ჩამოაგდეს. გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და იარაღის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პუნქტებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.