კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ტელეპროდიუსერებისთვის სატელევიზიო პროდუქტის მენეჯმენტის ორდღიანი სემინარი ჩატარდა. აღნიშნულ შეხვედრას BBC-ის ცვლილებების მართვისა და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერი, ნათია აბრამია უძღვებოდა. მან მონაწილეებს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, ამოცანის დასახვის, იდეის დამუშავების, ამბის ფოკუსის დახვეწის, ასევე, ფროდაქშენის ეტაპებისა და პრეინტერვიუს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.