. „საქართველოს განვითარების ფონდმა“ ახალი სტრატეგიული ხედვისა და საინვესტიციო მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია გამართა და პროფილური მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და ეკონომიკის ექსპერტებს აღნიშნული ფონდის რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ფონდის ახალი მენეჯმენტის ცნობით, ყველა სტრატეგიული აქტივი, რომელიც ფონდის შემადგენლობაში იყო, სახელმწიფოს დაუბრუნდა. ფონდში აცხადებენ, რომ მისი მიზანია, კომერციულად მომგებიანი პროექტების განხორციელებით, საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებს ხელი შეუწყოს. ფონდის მთავარ ამოცანებს წარმოადგენს ეკონომიკის დივერსიფიცირების ხელშეწყობა, ტრადიციულ დარგებზე მისი დამოკიდებულების შემცირება, ასევე, პრიორიტეტულ სექტორებში ადგილობრივი და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკებში.