მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 2 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამართალდამცავებმა ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.