ეროვნული სატყეო სააგნეტოს კამპანიას - „ნუ მოჭრი ნაძვს“, საზოგადოების ცნობილი სახეები შეურთდნენ და კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას, რომ სადღესასწაულოდ ხელოვნური ნაძვის ხე გამოიყენონ. აღნიშნულთან დაკავშირებით, წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველი ჯერზე 2000-ს ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში, 5000-ი ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობაც ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.