გიორგი გახარია - მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია - ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს რომ უკავშირებენ - Palitra News

გიორგი გახარია - მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია - ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს რომ უკავშირებენ

2023-12-18 09:15:49+04:00

ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია გამოეხმაურა. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიწერეს პოლიტიკურმა მხარეებმა საკუთარ თავზე აღნიშნული წარმატება. გახარია ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, იმ ადამიანთა დამსახურებაა, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამისთვის სიცოცხლე გასწირა.