ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია გამოეხმაურა. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიწერეს პოლიტიკურმა მხარეებმა საკუთარ თავზე აღნიშნული წარმატება. გახარია ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, იმ ადამიანთა დამსახურებაა, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამისთვის სიცოცხლე გასწირა.