ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი - ბელგოროდში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის შეტაკებებია - Palitra News

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი - ბელგოროდში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის შეტაკებებია

2023-12-17 15:48:31+04:00

უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე, ბელგოროდის ოლქში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ორმხრივი სროლაა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, იბომბება სოფელი ტერებრენო.

„წინასწარი ინფორმაციით, სოფლის საზღვარზე მტერთან შეტაკებაა. ყველა შესაბამისი უწყება ვითარებას აკონტროლებს", - განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საავარიო და ოპერატიული სამსახურები შედეგების აღმოფხვრას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დაიწყებენ.