უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე, ბელგოროდის ოლქში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ორმხრივი სროლაა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, იბომბება სოფელი ტერებრენო.
„წინასწარი ინფორმაციით, სოფლის საზღვარზე მტერთან შეტაკებაა. ყველა შესაბამისი უწყება ვითარებას აკონტროლებს", - განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საავარიო და ოპერატიული სამსახურები შედეგების აღმოფხვრას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დაიწყებენ.