უნგრეთი ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით აშანტაჟებს. ამის შესახებ გამოცემა Reuters უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს.- არსებული ინფორმაციით, უნგრეთი ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას დაადებს ვეტოს, თუ ბულგარეთი რუსულ გაზზე გადასახადს არ გააუქმებს. მინისტრ პეტერ სიიარტოს განცხადებით, თუ დიდი ხნის განმავლობაში საფრთხის ქვეშ დააყენებენ უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას, მაშინ ვეტოს დაადებენ შენგენის ზონაში ბულგარეთი შესვლას. გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რათა რუსულ გაზზე აღარ იყვნენ დამოკიდებული, უნგრეთი ყოველწლიურად რუსეთიდან გაზის 4.5 მილიარდ კუბურ მეტრს იღებს 2021 წლის შეთანხმების ფარგლებში, ძირითადად სერბეთისა და ბულგარეთის გავლით.