საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს ბარბარობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. წმ. ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. მრევლს დღესასწაულს ულოცავს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოც.