საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობს - ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ პოლიტიკური მხარეები მსჯელობენ, რა უნდა იყოს ქართული მხარის მიერ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი. მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით, სტატუსის მიღება საქართველოს ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის დამსახურებაა. მათივე შეფასებით, რეფორმების გატარება გაგრძელდება, თუმცა იმედი არ აქვთ რომ პროცესში ოპოზიცია ჩაერთვება. ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს კვლავ ოპოზიცია. მათივე თქმით, თუ ქართული ოცნება საჭირო რეფორმებს ისევ არ გაატარებს, მიღებული სტატუსი უფუნქციო და უშინაარსო გახდება.