„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ისრაელელი მძევლების ოჯახების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროების მიერ სამი მძევლის შეცდომით მოკვლის შემდეგ, ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს ოჯახებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. მათი თქმით, ოჯახებისთვის არავის აუხსნია, თუ როგორ უნდა მოხდეს მსგავსი უბედურების თავიდან არიდება. იქამდე კი განცხადება გააკეთა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, ძიებებისა და გადამოწმებების დროს გარდაცვლილთა იდენტობებთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდა. ცხედრები ისრაელის ტერიტორიაზე გადაიტანეს შემოწმებისთვის, რის შემდეგაც დადასტურდა, რომ ისინი მძევლები იყვნენ. ჰაგარიმ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ინციდენტის განხილვა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემების მიხედვით, ისრაელი-"ჰამასის" ომის შედეგად, სულ მცირე, 64 ჟურნალისტი დაიღუპა. მათგან 57 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო.