შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ბათუმში 88 პოლიციელმა მიიღო. პროექტში მონაწილე ყველა პირს 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით გადაეცათ. ახალაშენებულ კორპუსებს აქვთ შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი. ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა და ამ დრომდე, საკუთრებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 253 თანამშრომელს გადაეცა.